საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული კანდიდატი - გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა გუშინ გამოსცა.
„საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 18 ნოემბრის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წამოყენებულ იქნა საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა“, - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.