გოგა ხაინდრავა წარმოუდგენელი, გარყვნილი რეჟისორი აღმოჩნდა, მაგრამ მშვენივრად იმუშავა თავის მაყურებელზე

გოგა ხაინდრავა წარმოუდგენელი, გარყვნილი რეჟისორი აღმოჩნდა, მაგრამ მშვენივრად იმუშავა თავის მაყურებელზე

გოგა ხაინდრავა წარმოუდგენელი, გარყვნილი რეჟისორი აღმოჩნდა, მაგრამ მშვენივრად იმუშავა თავის მაყურებელზე, - ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” წევრმა ლევან ბერძენიშვილმა რადიო ”პალიტრის” გადაცემა ”რეზიუმეში” სტუმრობისას იმ მიზეზებზე საუბრისას განაცხადა, რამაც ”ქართული ოცნებისთვის” მოსახლეობის მაღალი მხარდაჭერა განაპირობა.

ამ კონტექსტში ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ”რესპუბლიკურ პარტიას” სჯეროდა, რომ საზოგადოება არ მოტყუვდებოდა იმ განცხადებებით და ქმედებებით, რაც წინასაარჩევნოდ ისმოდა, თუმცა, როგორც ჩანს შეცდნენ.

”რესპუბლიკური პარტიის ლიდერის აზრით, გოგა ხაინდრავას მიერ ფილმის გადაღება სწორედ იმიტომ მოხდა, რომ საზოგადოებაზე ”ემუშავა”. „გვეგონა, ჩვენი საზოგადოება საკმაოდ ჩამოყალიბებული იყო საიმისოდ, რომ არ დაუჯერებდნენ იმ მითქმა-მოთქმას, რომ მიშა ბრუნდება და ახლა დრო იყო მხარი დაეჭირათ ”ოცნებისთვის“. ამისთვის გადაიღეს ფილმი. მისი დაბალი ხარისხი არაფერს უშლის ხელს. მე ვამბობდი, რომ არ იმუშავებდა. როგორც ჩანს შევცდი და იმუშავა. გოგა ხაინდრავამ თავისი ფული სწორად აიღო. ხელოვნება აქ არაფერ შუაშია. ეს ყველას გვესმოდა. როდის იყო ხელოვნებაში პრეზიდენტის ცოლის უსაქციელობაზე იღებდნენ ფილმებს. ეს წარმოუდგენელი გარყვნილი რეჟისორი აღმოჩნდა, მაგრამ მშვენივრად იმუშავა თავის მაყურებელზე”, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.