საქართველოს პარლამენტის წევრი კახი კალაძე აცხადებს, რომ პარლამენტიდან კვლავ მთავრობაში გადაინაცვლებს.
როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის ახალი შემადგენლობა მომავალ კვირაში დამტკიცდება.
„მომავალ კვირაში მოხდება მთავრობის დამტკიცება და ალბათ მთავრობაში დავბრუნდები. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პრემიერი უახლოეს დღეებში გააკეთებს განცხადებას“,-აღნიშნა კალაძემ.