დონალდ ტუსკი იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება მალე იქნება მიღწეული

დონალდ ტუსკი იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება მალე იქნება მიღწეული

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება ევროპარლამენტთან მალე იქნება მიღწეული. ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, დონალდ ტუსკმა პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, დონალდ ტუსკმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიღწევა უწყოდა ევროკავშირის მუდმივ წარმოამდგენელთა კომიტეტის გადაწყვეტილებას ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის მუდმივ წარმომდგენელთა კომიტეტმა (COREPER) 17 ნოემბერს მხარი დაუჭირა ევროპარლამენტთან უკრაინის მოლაპარაკებების დაწყებას. ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მსგავსად, უკრაინის ვიზალიბერალიზაციისა და შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედება ერთდროულად უნდა მოხდეს.

24 ნოემბერს, უკრაინა-ევროკავშირის სამიტი გაიმართება. ოქტომბრის ბოლოს პოროშენკომ განაცხადა, რომ ევროკავშირი და ევროპარლამენტი უკრაინის ვიზალიბერალიზაციის პროცესს 24 ნოემბრამდე დაასრულებს