დეპუტატ გიორგი გახარიას პარლამენტიდან მთავრობაში გადანაცვლებაა მოსალოდნელი, - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მთავრობის შემადგენოლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება.
„გიორგი გახარიაზე იყო საუბარი და მისი პარლამენტიდან მთავრობაში გადანაცვლებაც არის მოსალოდნელი. სამთავრობო ცვლილებები ნაწილობრივ დაანონსებულია. ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. ის რამდენიმე დღეში დაასახელებს განახლებულ გუნდს. ეს მოხდება უახლოეს დღეებში და ამის შემდეგ მოხდება ნდობის გამოცხადების საკითხი“,- განაცხად ირაკლი კობახიძემ.
არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს შეცვლის, რომელიც თავის მხრივ ფინანსთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.