19 ნოემბერს , 18:00 საათზე „დედაენის“ ბაღში მუსიკოსის, პოეტისა და შემსრულებლის ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია იხსნება.
სკულპტურა ითვალისწინებს ხმოვან სისტემას, რომელიც კომპოზიციის შემადგენელ ნაწილში - სკამებშია დამონტაჟებული და, მათი საშუალებით, „მეფის“ მუსიკის მოსმენა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.
სკულპტურული კომპოზიციის ავტორი მოქანდაკე ვლადიმერ იმერლიშვილია. პროექტი მერიის დაფინანსებით განხორციელდა.