საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა პირველ სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა.
პარლამენტმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ოთარ დანელია დაამტკიცა;
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ - მარიამ ჯაში;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ - კახა კუჭავა;
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ - რომან კაკულია;
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ - ზვიად კვაჭანტირაძე;
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ - თამარ ხულორდავა;
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ - ირაკლი სესიაშვილი;
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ - ეკა ბესელია;
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ - გიორგი ლილუაშვილი;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ - სოფო ქაცარავა;
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ - გიორგი კახიანი;
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ - ირაკლი კოვზანაძე;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ - აკაკი ზოიძე;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ - სოფო კილაძე;
სპორტისა და ახალგაზადულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ - მიხეილ ყაველაშვილი.