პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის, გიორგი კვირიკაშვილისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა

პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის, გიორგი კვირიკაშვილისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა

მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომის გახსნის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი,  პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ  გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა, პარლამენტს კი, ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

შეხვედრაზე, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა, ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავალო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.