საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

საქართველოს ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. 

ირაკლი კობახიძის გარდა, სხვა კანდიდატურა დასახელებული არ ყოფილა და იგი ამ თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

ირაკლი კობახიძის კანდიდატურას ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე 118 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.  სამი წინააღმდეგი იყო. კენჭისყრა ფარული იყო. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია გაიარა 138 დეპუტატმა.

ირაკლი კობახიძე დაიბადა 1978 წლის 25 სექტემბერს. პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანია 2015 წლის იანვრიდან.

განათლება:

2002-2006  - დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია)

სამართლის დოქტორი (Dr. iur.)

2002-2005  - დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია)

სამართლის მაგისტრი (LL.M.);

1995-2000  - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დიპლომი იურისტის კვალიფიკაციით.

სამუშაო გამოცდილება - აკადემიური დაწესებულებები

08.2014 - დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

09.2011 – 08.2014 კავკასიის უნივერსიტეტი/კავკასიის სამართლის სკოლა, ასოცირებული პროფესორი

09.2011 – 06.2013 საქართველოს უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი

02.2009 – 02.2010 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

03.2007 – 01.2008 თ. წერეთლის სახელმწიფოს და სამართლის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

09.2005 – 02.2012 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი