შევეცდებით, მაქსიმალურად კონსტრუქციულად გავაგრძელოთ ის დიალოგი, რომელიც პრეზიდენტთან გვაქვს

შევეცდებით, მაქსიმალურად კონსტრუქციულად გავაგრძელოთ ის დიალოგი, რომელიც პრეზიდენტთან გვაქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება არ არის პირველი რიგის ამოცანა და ეს დაახლოებით ერთწლიანი პროცესია.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ფორმატში პრეზიდენტი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება.

„ვფიქრობ,  საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება არ არის პირველი რიგის ამოცანა. ეს არის ალბათ ერთ წლიანი პროცესი, რომელშიც მაქსიმალური ჩართულობა უნდა იყოს. ბუნებრივია, პრეზიდენტიც ამ ფორმატში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების ადგილი არის საქართველოს პარლამენტი, რომელსაც აქვს საკანონდმებლო , მათ შორის საკონსტიტუციო ინიციატივის უფლება. არ უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ აქ რაღაც დაპირისპირება ხდება. შევეცდებით, მაქსიმალურად კონსტრუქციულად გავაგრძელოთ ის დიალოგი, რომელიც პრეზიდენტთან გვაქვს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.