გარდაბანში ახალი პლასტმასის საწარმო აშენდება

გარდაბანში ახალი პლასტმასის საწარმო აშენდება

პლასტმასის მწარმოებელ საწარმოს შპს „ზ.ნ. ინოვაცია ჯორჯია“ გარდაბანში ააშენებს. კომპანიას მარტყოფში ვაზიანის დასახლებაში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში  8816 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 შენობა-ნაგებობა გადაეცა. 

საწარმოს ასაშენებლად შპს „ზ.ნ. ინოვაცია ჯორჯიას“ არანაკლებ 616 976 ლარის ინვესტიციას განახორციელებას გეგმავს. საწარმოში 35 ადამიანი დაასაქმდება და წელიწადში 3000 ტონა პლასტმასის და მისი ნაწარმის ნარჩენები გადამუშავდება.

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დღეის მდგომარეობით 211 პროექტია მხარდაჭერილი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 249.21 მლნ ლარს შეადგენს. კომერციული ბანკების მიერ გაცემული  სესხების მოცულობა ჯამში  246.25 მლნ ლარია, ხოლო ჯამურად 10369  ადამიანი დასაქმდება.