პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ ორი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ ორი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი

მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ ორი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი: “ნაციონალური მოძრაობა -საქართველოს წინსვლისთვის", რომელსაც ელენე ხოშტარია უხელმძღვანელებს და ასევე ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა".

ორი ფრაქცია შეიქმნება საპარლამენტო უმრავლესობაშიც: ,,ქართული ოცნება-მრეწველები,“ რომლის თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე იქნება ,,მრეწველებიდან“ და ასევე ,,ფრაქცია ,,ქართული ოცნება“, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

მეხუთე ფრაქცია  ,,საქართველოს პატრიოტები“ იქნება, რომლის თავმჯდომარედ გიორგი ლომიას კანდიდატურა იქნება წარდგენილი.