მიხეილ გიორგაძე - საკონსტიტუციო უმრავლესობა, ერთის მხრივ, არის ძალიან კარგი შანსი სწრაფი განვითარების

მიხეილ გიორგაძე - საკონსტიტუციო უმრავლესობა, ერთის მხრივ, არის ძალიან კარგი შანსი სწრაფი განვითარების

საკონსტიტუციო უმრავლესობა, ერთის მხრივ, არის ძალიან კარგი შანსი სწრაფი განვითარების, - ამის შესახებ კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა არის ასევე პასუხისმგებლობა.

„საკონსტიტუციო უმრავლესობა, ერთის მხრივ, არის ძალიან კარგი შანსი სწრაფი განვითარების და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისთვის, თუმცა მეორეს მხრივ ეს არის, რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობა“,- განაცხადა გიორგაძემ.

რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა ის მომავალ მინისტრთა კაბინეტში, გიორგაძემ აღნიშნა, რომ ეს პრემიერის პრეროგატივაა. 

პარლამენტის პირველ სხდომაზე დასასწრებად უკვე იკრიბებიან მინისტრები, ასევე დიპლომატები. პარლამენტში მივიდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.