ბარაკ ობამა - ვიმედოვნებ, რომ ტრამპი ითანამშრომლებს რუსეთთან სადაც ჩვენი ღირებულებები ემთხვევა და შეეწინააღმდეგება, როდესაც ხედვები არ დაემთხვევა

ბარაკ ობამა - ვიმედოვნებ, რომ ტრამპი ითანამშრომლებს რუსეთთან სადაც ჩვენი ღირებულებები ემთხვევა და შეეწინააღმდეგება, როდესაც ხედვები არ დაემთხვევა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა იმედოვნებს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამოიყენებს „რეალპოლიტიკის მიდგომას“ რუსეთთან ურთიერთობაში, - იუწყება ამერიკული გამოცემა ABC News.

„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გავხდი ჩემი მიდგომა რუსეთისადმი არ შეცვლილა“, - განაცხადა ობამამ გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ანგელა მერკელთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.

„ვიმედოვნებ, რომ არჩეულ პრეზიდენტს რუსეთისადმი კონსტრუქციული მიდგომა ექნება, რომ ის ითანამშრომლებს რუსეთთან იმ სფეროებში, სადაც ჩვენი ღირებულებები და ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს და ასევე შეეწინააღმდეგება რუსეთს იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ხედვები ერთმანეთს არ დაემთხვევა“, - აღნიშნა ობამამ.