„გელაპის“ გამოკითხვით, ამერიკელების 51% დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის უნარი აქვს

„გელაპის“ გამოკითხვით, ამერიკელების 51% დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის უნარი აქვს

სოციალური კვლევის ორგანიზაციამ „გელაპი“ აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპისადმი ნდობის კვლევა ჩაატარა. 

"გელაპის" გამოკითხვის შედეგებით, ამერიკელების 51% დარწმუნებულია, რომ აშშ-ს ახლად არაჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის უნარი აქვს. ამავე გამოკითხვით, ამერიკელების 40% ნაკლებად დარწმუნებულია დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო უნარებში, ხოლო რესპონდენტთა 9%-ს ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი არ გააჩნია. 

სოციალური კვლევის ორგანიზაციამ „გელაპი“ აშშ-ს პრეზიდენტისადმი ნდობის კვლევა 7 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით ჩაატარა, რომლის ფარგლებში 
3,561 ადამიანი გამოკითხეს.

გამოკითხვის შედეგები სოციალური კვლევის ორგანიზაცია "გელაპის" საიტზე გამოქვეყნებულია.