ლევან კობიაშვილი - დარწმუნებული ვარ, ჩემი პარლამენტში ყოფნა წარმატებული იქნება

ლევან კობიაშვილი - დარწმუნებული ვარ, ჩემი პარლამენტში ყოფნა წარმატებული იქნება

დარწმუნებული ვარ, ჩემი აქ ყოფნა წარმატებული იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან კობიაშვილმა ქუთაისის პარლამენტში განაცხადა. 

„დღეს პირველი დღეა. მნიშვნელოვანი დღეა არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე და დარწმუნებული ვარ, ბევრი მუშაობა გველის ყველა ჩვენთაგანს. ყველა სფერო მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ის, საიდანაც მე მოვდივარ. ვფიქრობ, აქ მხოლოდ მაგ სფეროსთვის არ ვარ“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიხსნება. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში უკვე იკრიბებიან.