ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია ყველა სუბიექტს შორის თანამშრომლობა, რა კუთხითაც პარლამენტის მომავალ თავმჯდომარეს განსაკუთრებული როლი ეკისრება

ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია ყველა სუბიექტს შორის თანამშრომლობა, რა კუთხითაც პარლამენტის მომავალ თავმჯდომარეს განსაკუთრებული როლი ეკისრება

მნიშვნელოვანია, რომ შედგეს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შორის, რომელიც იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის პარლამენტში განაცხადა, სადაც 12:00 საათზე ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიხსნას.

მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით, პარლამენტის მომავალ თავმჯდომარეს განსაკუთარებული როლი ეკისრება.

“ერთ-ერთი ამომავალი წერტილი დემოკრატიული სისტემის არის პარტიული ძლიერება და ინსტიტუციონალიზაცია და ამ საქმეში განსაკუთარებული როლი ენიჭება ამ მოწვევის პარლამენტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, პარლამენტს ექნება ძალიან ბევრი საკითხი დღის წესრიგში. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, „ყველაფერზე დაიწყება მსჯელობა სპეციალური ფორმატის ფარგლებში“. 

კობახიძის განცხადებით, პარლამენტში, მისთვის ყველა საკითხი ერთნაირად პრიორიტეტული იქნება.