პარლამენტის საქმიანობის ქუთაისში გაგრძელება კარგი გადაწყვეტილება არ იქნება

პარლამენტის საქმიანობის ქუთაისში გაგრძელება კარგი გადაწყვეტილება არ იქნება

თუკი პარლამენტი ქუთაისში რჩება, მაშინ თბილისში მდებარე პარლამენტის შენობას რაიმე უნდა მოუხერხონ და პარლამენტი ქუთაისში დარჩეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს დავით უსუფაშვილმა განუცხადა, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ბოლო პრესკონფერენცია გამართა.

ამასთან, უსუფაშვილის აზრით, პარლამენტის საქმიანობის ქუთაისში გაგრძელება კარგი გადაწყვეტილება არ იქნება.

“თუკი ახალი პარლამენტი გადაწყვეტს სამუდამოდ ქუთაისში ყოფნას და, მგონია, რომ აქეთკენ მიდის, ეს ჩემი აზრით, ძალიან ცუდია, რადგან ჩემი შეფასებით, პარლამენტი თავისი ეფექტურობის 20%-25%-ს კარგავს მხოლოდ იმით, რომ გაბნეულია თბილისსა და ქუთაისს შორის. “ქართული ოცნება“ წინა პარლამენტში მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო ხმების რაოდენობას ველოდით, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიგვეღო. საკითხი პოლიტიკურად მომწიფებულიც არის და გადამწიფებულიც ყველა დონეზე. ახლა თუ პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანის გადაწყვეტილებას არ იღებენ, მაშინ იმაზე უნდა იფიქრონ, რომ თბილისში მდებარე შენობას მოუხერხონ რაიმე და მაშინ დარჩეს პარლამენტი ქუთაისში. თუმცა, ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდებიან. ჩვენ ქუთაისში პარლამენტის შენობის შენარჩუნება, მოვლა-პატრონობა გადავწყვიტეთ იმ აუცილებელი მინიმუმის ფარგლებში, რაც საჭირო და აუცილებელი იყო, მაგრამ თუ პარლამენტი ქუთაისში რჩება, მაშინ გარე ტერიტორიებია კეთილმოსაწყობი, შენობას და მის შემოგარენს შესაბამისი განვითარერება სჭირდება, როგორც ეს პარლამენტს შეეფერება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.