ქუთაისში მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისთვის მზადება მიმდინარეობს

ქუთაისში მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისთვის მზადება მიმდინარეობს

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში ხვალინდელი სესიისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.

მე-9 მოწვევის პარლამენტის უხუცესი დეპუტატი რევაზ არველაძე პარლამენტში უკვე მივიდა, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს შენობა და სასესიო დარბაზი დაათვალიერა. 

დეპუტატი პროტოკოლის თანამშრომლებთან ერთად ხვალინდელი დღის წესრიგის დეტალებს გადის. რევაზ არველაძე, როგორც უხუცესი დეპუტატი ხვალ, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე სხდომის წამყვანი იქნება.   

"ამ შენობაში პირველად ვარ. საკმაოდ საინტერესო შენობაა. ხვალინდელი დღის წესრიგის დეტალები უნდა გავიაროთ. თავდაპირველად ცესკოს ხელმძღვანელი თამარ ჟვანია ოფიციალურ შედეგებს დეპუტატებს გააცნობს, ამის შემდეგ კი თავმჯდომარის სავარძელს მე დავიკავებ და სპიკერის არჩევამდე სხდომას წარვუძღვები,"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რევაზ არველაძემ.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბერს, 12:00 საათზე, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში გაიმართება.