თუკი არჩევნების ელექტრონული სისტემისადმი მოსახლეობის ნდობა იქნება, მაშინ საკანონმდებლო ცვლილებები უფრო ადვილად განხორციელდება

თუკი არჩევნების ელექტრონული სისტემისადმი მოსახლეობის ნდობა იქნება, მაშინ საკანონმდებლო ცვლილებები უფრო ადვილად განხორციელდება

თუკი არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებისადმი მოსახლეობის ნდობა იქნება, მაშინ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც უფრო ადვილად განხორციელდება,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა არჩევნების ელექტრონულად ჩატარების თემის კომენტირებისას განაცხადა.

ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ჯერ კანონპროექტი არ არსებობს, რადგან პირველ ეტაპზე მიმდინარეობს დაკვირვება,  რამდენად არსებობს ტექნიკურად მზადყოფნა.

„მონაცემთა გაცვლის სააგენტოში მესამე წელია, რაც ვაფასებთ ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მზაობას საერრთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ესტონელი ექსპერტები აფასებდნენ ამ სისტემას. შეფასებამ აჩვენა,  რომ ტექნიკურად და ტექონოლოგიურად მზადყოფნა არსებობს,  მაგრამ  მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია, მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა ამ სახის სისტემისადმი, რომელიც, ცემი აზრით,  გაცილებით უფრო გამჭვირვალე და სუბიექტურობისგან დაცული სისტემაა. რაც ნაკლები ადამიანის ხელი იქნება თუნდაც დათვლის პროცესში ჩარეული, ალბათ უფრო მეტად სანდოდ უნდა ჩაითვალოს ასეთი კენჭისყრის შედეგები“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საჭირო იქნება მოსახლოებაში სერიოზული ახსნა-განმარტებითი სამუშაოც, რომ ამ სისტემისადმი ნდობა გაჩნდეს.  

„ჩვენ გვაქვს ტექნიკურად და ტექნოლოგიურად იმის მზაობა, რომ ვერანაირმა კიბერშეტევამ ეს პროცესი ვერ დააზიანოს. თუკი მოსახლეობის ნდობა ამ სისტემისადმი იქნებოდა ნდობა,რასაც ახსნა-განმარტებითი სამუშაო სჭირდება , მაშინ საკანონმდებლო ცვლილებებიც შედარებით ადვილად განხორციელდება.  შესაბამის პროექტი ჯერ არ არსებობს, რადგან ჩვენ პირველ ეტაპზე ვარკვევდით, რამდენად ვართ ტექნიკურად ამისთვის მზად. პასუხი კი, არის ასეთი -  ჩვენ ამისთვის ტექნიკურად მზად ვართ“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.