აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სირიაში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მრავალრიცხოვანი დაჯგუფების, „ჯაბჰათ ფათჰ აშ-შამ“-ის ყველა ლიდერის ლიკვიდირების ბრძანება გასცა.
ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
დაჯგუფება „ჯაბჰათ ფათჰ აშ-შამ“-ი მანამდე ცნობილი იყო, როგორც „ჯაბჰათ ან-ნუსრა“ და სირიაში ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ ფილიალი იყო.
როგორც Washington Post-ი აღნიშნავს, თეთრ სახლში შიშობენ, რომ რადიკალები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ახალ ბაზებს გახსნიან, რომელსაც ევროპასა და აშშ-ში ტერორისტული აქტების მოსამზადებლად გამოიყენებენ.
როგორც მოსალოდნელია, დაჯგუფების ლიდერების ლიკვიდირება უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მოხდება.