მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ფინალური ეტაპი გაიმართება

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ფინალური ეტაპი გაიმართება

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსისლეონარდო და ვინჩიფინალურ ეტაპზე გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოვლინდება.

ღონისძიება დღეს თიბისიბანკის ცენტრალური ოფისის საგამოფენო დარბაზში გაიმართება.

კონკურსანტთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება 12:00 საათზე.

მონაწილეები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებითა და ჯილდოებით. გამარჯვებული ოთხივე პროექტის ავტორები Intel-ის ფონდის დაფინანსებით ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში ქ. პიტსბურგში მიემგზავრებიან (აშშ) მსოფლიოში უდიდესი კონკურსის Intel-ის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენაში - Intel ISEF მონაწილეობის მისაღებად.

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა მე-6 ტრადიციული  კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ 2010 წლიდან ყოველწლიურად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ფარგლებში ცხადდება.  კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას; კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლეები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

  • გამოფენის გახსნა - 12:00 საათი
  • პრეზენტაციები - 13:00-15:00 საათი
  • დაჯილდოების ცერემონიალი - 17:00 საათი
  • გამოფენის დახურვა - 20:00 საათი
  • მისამართი: თიბისი ბანკის ცენტრალური ოფისის საგამოფენო დარბაზი,

მარჯანიშვილის ქ.N7; მე-4 სართული