გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდა, რუსეთთან მიმართებაში ხისტი პოზიცია დაიკავოს.
ამის შესახებ მინისტრმა ადგილობრივი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.
„ტრამპმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, ვის მხარეზეა: კანონის, მსოფლიო წესრიგის და დემოკრატიის, თუ მისთვის ამ ყველაფერს მნიშვნელობა არა აქვს“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი მოსაზრებით, პუტინთან საუბარში არ შეიძლება ყირიმის ანექსიის და ალეპოს დაბომბვის დავიწყება. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე მოუწოდა დონალდ ტრამპს, არ მოექცეს ნატო-ს, როგორც ბიზნესს.
“ეს საწარმო არ არის. ეს არ არის ის შემთხვევა, როცა შეგიძლია თქვა, რომ წარსული არ გაღელვებს. ვერ იტყვი: ჩვენი ფასეულობები ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, ამიტომ შევხედავ, გამოვა თუ არა ამისგან მომგებიანი გარიგება. ასე ქვეყანას არ მართავენ და ეს ნატო-ს პრინციპი არ არის”, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.