აშშ-ში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციები კვლავ გაიმართა. როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-ის რამდენიმე ქალაქში ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა ქვეყნის რასობრივი და გენდერული ნიშნით განხეთქილებას გამოიწვევს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაფიქსირებულია ვანდალიზმის ფაქტები.
საპროტესტო აქციები გაიმართა პორტლენდში, მინეაპოლისში, ფილადელფიაში, ბალტიმორში, სან ფრანცისკოში და სხვა ქალაქებში. აქტივისტების მცირე რაოდენობა შეიკრიბა ჩიკაგოსა და ნიუ იორკში, „ტრამპ თაუერ“-ის შენობასთან.
საპროტესტო აქციებს თავად ტრამპიც გამოეხმაურა. როგორც ის „ტვიტერ“-ის მიკრობლოგში წერს, პროტესტი „ძალიან უსამართლო“ იყო.