ქვეყნის ინტერესებში დღეს არის პარლამენტში შესვლა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა

ქვეყნის ინტერესებში დღეს არის პარლამენტში შესვლა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პარლამენტში შესვლისა და მეორე ტურებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ კოლექტიურად მიიღო და ეს არ ყოფილა ერთი და ორი ადამიანის მიერ დაყენებული საკითხი.

ასე გამოეხმაურა ხოშტარია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას არ სურს პარტიაში ერთ-ორ ახირებულ წევრთან რაიმე საერთო ჰქონდეს.

„როგორც თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მისი მთავარი კრიტიკის საგანი არის პარლამენტში შესვლის საკითხი და მეორე ტურებში მონაწილეობა. ის არ ყოფილა ერთი და ორი ადამიანის მიერ დაყენებული თემა. ჩვენ ძალიან ღიად, ჯანსაღად ვიმსჯელეთ და კოლექტიურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ინტერესებში დღეს არის პარლამენტში შესვლა და იყო მეორე ტურებში მონაწილეობა. როდესაც პარტია იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ვალდებულები ვართ ეს შევასრულოთ. შევიდეთ პარლამენტში და გავაგრძელოთ ბრძოლა, მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, მას ძალიან კარგად ესმის პარტიის იმ მხარდამჭერების, რომელთაც აქვთ კითხვები და მიიჩნევს, რომ მათ უნდა შეხვდნენ და პოზიცია აუხსნან, თუმცა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების შეცვლას ხოშტარია არასერიოზულა