ნატო-საქართველოს სწავლება არის საკვანძო მოვლენა ჩვენს ხანგრძლივ და ღრმა თანამშრომლობაში

ნატო-საქართველოს სწავლება არის საკვანძო მოვლენა ჩვენს ხანგრძლივ და ღრმა თანამშრომლობაში

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის დაწყებას მიესალმება. 

„ფეისბუქ“-ის სოციალურ ქსელში აპატურაი წერს, რომ აღნიშნული სწავლება არის კიდევ ერთი „საკვანძო მოვლენა ნატო-საქართველოს ხანგრძლივ და ღრმა თანამშრომლობაში, რაც ძლიერი თავდაცვისადმი, ნატო-ს ოპერაციებისადმი და საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი საქართველოს ერთგულების აღიარებაა“.
„ის ასევე, ადასტურებს ალიანსის ერთგულებას, დაეხმაროს სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში და ჩვენი ძალების ერთობლივ გაწვრთნაში“, - წერს აპატურაი. 

ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში 10-20 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ის რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. 
პირველი სწავლება „Agile spirit-2015“ დაფუძნებული იყო აშშ-საქართველოს ყოველწლიურ ორმხრივ სწავლებაზე, აღნიშნულმა წვრთნამ წელს უკვე ფორმატი შეიცვალა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ტარდება.