დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მელანია ტრამპთან ერთად მივა

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მელანია ტრამპთან ერთად მივა

დღეს ბარაქ ობამა დონალდ ტრამპს თეთრ სახლში უმასპინძლებს. შეხვედრა მრგვალ კაბინეტში თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. 

ტრამპთან ერთად თეთრ სახლში მისი მეუღლე მელანია მივა, რომელიც მიშელ ობამას შეხვდება. 

ბარაქ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას უზრუნველყოფს. 

„მინდა თავად დავრწმუნდე, რომ უფლებამოსილების გადაცემა წარმატებით ჩაივლის, რადგან, საბოლო ჯამში, ერთ გუნდში ვართ“, - განაცხადა ობამამ.

თავის მხრივ, ჰილარი კლინრონმა მხარდამჭერებს მოუწოდა, ტრამპს „შანსი მისცენ“ და იმედი გამოთქვა, რომ ის აშშ-ის წარმატებული პრეზიდენტი გახდება.

„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ თავად ტრამპმაც განაცხადა, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება და მოსახლეობას ერთობისკენ მოუწოდა. 

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აშშ-ის რიგ ქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც დღესაც გაგრძელდა.