თურქეთში ფეთჰულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 35 მფრინავი დააპატიმრეს

თურქეთში ფეთჰულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 35 მფრინავი დააპატიმრეს

თურქეთში ფეთჰულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 35 მფრინავი დააპატიმრეს, - ამის შესახებ გამოცემა Hurriyet-ს წყარომ უშიშროების უწყებიდან განუცხადა. გარდა ამისა, პროკურატურამ კიდევ 55 ეჭვმიტანილის დაპატიმრების ორდერი გასცა. აქედან ერთი პოლკოვნიკია, 54 კი მოქმედი და თადარიგის ლეიტენანტი. 

ყველა მათგანი კონსტიტუციის დარღვევაში, ღალატში და „შეიარაღებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში“ მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. აქედან 7 მათგანს თურქეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობის უფლება შეუწყდა. 

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მიმდინარე წლის ივლისში მოხდა. ანკარაში ამტკიცებენ, რომ ამ მოვლენების ორგანიზატორი აშშ-ში მცხოვრები მქადაგებელი ფეთჰულა გიულენია.