პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი პრეზიდენტის უშტატო მრჩევლის თანამდებობიდანაც გაათავისუფლა

პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი პრეზიდენტის უშტატო მრჩევლის თანამდებობიდანაც გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი. შესაბამისი ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი ასევე პრეზიდენტის უშტატო მრჩევლის თანამდებობიდან მოხსნა. 

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის ოლქის გუბერნატორის უფლებამოსილებას დროებით მიხეილ სააკაშვილის მოადგილე სოლომია ბობროვსკაია შეასრულებს.

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დატოვების შესახებ 7 ნოემბერს განაცხადა. მანამდე, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ მიიღო. 

მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა.