ბარაქ ობამა და დონალდ ტრამპი ერთმანეთს დღეს თეთრ სახლში შეხვდებიან

ბარაქ ობამა და დონალდ ტრამპი ერთმანეთს დღეს თეთრ სახლში შეხვდებიან

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ოფიციალურად მიიწვია. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გუშინ, დილის საათებში ობამასა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ობამამ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

უწყების ცნობით, ბარაქ ობამასა და ტრამპს შორის შეხვედრა თეთრ სახლში დღეს გაიმართება.

გარდა ამისა, შედგა სატელეფონო საუბარი ობამასა და ჰილარი კლინტონს შორის. აშშ-ის პრეზიდენტმა ყოფილ სახელმწიფო მდივანს საარჩევნო კამპანიის ჩატარება მიულოცა.