ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა გახლავთ ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელი და ამას ჩვენ მსოფლიოს ვანახებთ

ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა გახლავთ ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელი და ამას ჩვენ მსოფლიოს ვანახებთ

ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა გახლავთ ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელი და ამას ჩვენ მსოფლიოს ვანახებთ, - ამის შესახებ შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტობა და პრემიერობა მათ პიროვნებებს აღემატება, შესაბამისად, ერთ გუნდად ქვეყნის წარმატებისთვის მუშაობენ.

”მე და პრეზიდენტ ბუშს საკმაოდ სერიოზული განსხვავებები გაგვაჩნდა, მაგრამ მაღალ დონეზე იმუშავა ბუშის გუნდმა, რათა ხელისუფლების გადაცემა მომხდარიყო რბილად. ძალიან სწრაფად გესმის, როდესაც პრეზიდენტი ხარ, რომ პრეზიდენტობა და ვიცეპრეზიდენტობა ჩვენს პიროვნებებს აღემატება. მე მივყვები იმ მაგალითს, რომელიც პრეზიდენტ ბუშის გუნდმა დაამკვიდრა 8 წლის წინ, რომ ეს იყოს ეფექტური ხელისუფლების გადაცემის პროცესი ახალი პრეზიდენტისთვის, რადგან ჩვენ ყველა ვმუშაობთ წარმატებისთვის. ჩვენ ვართ გაერთიანებული და ქვეყანას ვუძღვებით. მშვიდობიანი გადაცემა ხელისუფლების გახლავთ ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელი და ამას ჩვენ მსოფლიოს ვანახებთ”, - განაცხადა ბარაკ ობამამ.

ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის გამოსვლის თარგმანს „რუსთავი2“ ავრცელებს.