ჰილარი კლინტონი:   დიდი იმედი მაქვს, ტრამპი წარმატებული პრეზიდენტი იქნება

ჰილარი კლინტონი: დიდი იმედი მაქვს, ტრამპი წარმატებული პრეზიდენტი იქნება

ჰილარი კლინტონი არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მხარდამჭერების წინაშე წარდგა. ნიუ-იორკში გამართული შეხვედრისას მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და დონალდ ტრამპს წარმატებები უსურვა.

„დიდი იმედი მაქვს ტრამპი წარმატებული პრეზიდენტი იქნება. ეს არ არის ის შედეგი, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობდით და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ასე არ მომხდარიყო. ძალიან ვწუხვარ. მიუხედავად ამისა, ამაყი და ბედნიერი ვარ თქვენი მხარდაჭერით. თქვენ ამერიკის მოქალაქეების საუკეთესო მხარეს წარმოადგენთ. თქვენს კანდიდატად ყოფნა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ვიცი, რომ იმედგაცრუებულები და დაბნეულები ხართ. მინდა გითხრათ, ჩვენი კამპანია ერთი ადამიანისა და ერთი არჩევნების შესახებ არასდროს ყოფილა. ეს იმ ქვეყნის შესახებ იყო, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს. მიმაჩნია, რომ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. მე ყოველთვის ვიყავი და დავრჩები ამერიკის აღმშენებლობისა და წარმატებების სადარაჯოზე“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.