იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები ინტენსიური იქნება

იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები ინტენსიური იქნება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აშშ-ის მოსახლეობას 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას ულოცავს. მილოცვის ტექსტს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობის განმტკიცება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი პრეზიდენტის და ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობები ინტენსიური იქნება და საქართველო დარჩება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში“, - ნათქვამია მილოცვაში.