დიდუბის რაიონში დაზიანებული მოსასვენებელი სკვერების რეაბილიტაცია გრძელდება.
ამ ეტაპზე, ქურდიანის ქუჩა 4-სა და 6 ნომრებში, ასევე დიღმის მასივის მე-4 კვარტლის 21 და მე-3 კვარტლის 26-ე კორპუსებთან, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სკვერების რეაბილიტაციას ახორციელებს.
რეაბილიტაციის შემდგომ შეიცვლება დაზიანებული დეკორატიული ფილები, სანაგვე ურნები, საპარკე სკამები, საბავშვო ატრაქციონები, საჩრდილობლები და ა.შ.
სკვერების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა 9 მისამართზე. კონტრაქტორმა კომპანიამ მთლიანად განაახლა სკვერებში არსებული ამორტიზებული ინვენტარი.
2016 წლის განმავლობაში დიდუბის რაიონის გამგეობამ 8 ახალი სკვერი მოაწყო, ხოლო 51 სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.