აშშ-ში საპროტესტო აქციები გრძელდება. დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას კალიფორნიაშიც აპროტესტებენ. ტელეკომპანია „ბიბისი“-ს ცნობით, აქციის მონაწილეთა უმრავლესობა სტუდენტია.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების საპროტესტოდ აქციები ოკლენდსა და სიეტლში დაიწყო.
„რესპუბლიკელი“ კანდიდატი დონალდ ტრამპი აშშ-ის რიგით 45 პრეზიდენტი გახდა. მისი ინაუგურაციის ცერემონია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება.