უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. 
როგორც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება, შესაბამისი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

როგორც მოსალოდნელია, უახლოეს ხანში მინისტრთა კაბინეტი შესაბამის წარდგენას უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გაუგზავნის, რის შემდეგაც პოროშენკო სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ დოკუმენტს მოაწერს ხელს. 

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დატოვების შესახებ 7 ნოემბერს განაცხადა. მანამდე, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ მიიღო. 
მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა.