ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის გამო იმედგაცრუებას გამოხატავს.
შულცის განმარტებით, ის არჩევნების შედეგებით გაოგნებულია და მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა გაცილებით რთული იქნება.
ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოების ფუნდამენტურ ღირებულებებს.