გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს აშშ-ს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. შესაბამის პოსტს გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
„ვულოცავ დონალდ ტრამპს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას და ველოდები, საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას სამომავლოდ“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი.