გია ვოლსკი - აშშ გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელება მეგობრული თანამშრომლობის ფორმატში

გია ვოლსკი - აშშ გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელება მეგობრული თანამშრომლობის ფორმატში

აშშ გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელება მეგობრული თანამშრომლობის ფორმატში, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას.

”სკეპტიკურია მოსაზრებები, რომ მისი (ტრამპის) პრეზიდენტობის პირობებში საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ინტენსივობა იქნება დაბალი. მე სკეპტიკური ვარ ასეთი განცხადებების მიმართ, რადგან აქ არ არის საუბარი ტრადიციულ პიროვნულ, ან ადამიანურ ურთიერთობებზე, აქ არის სტრატეგიული პრაგმატიზმი, რომელიც აშშ-ს ახასიათებს ნებისმიერი პრეზიდენტის შემთხვევაში, ”რესპუბლიკელი” იქნება თუ ”დემოკრატი”. არსებობს პერმანენტული ინტერესები აშშ-ის, მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ, მითუმეტეს ირანთან ახალი პოლიტიკის განვითარების პირობებში. თურქეთის ვითარებაც კარგად მოგეხსენებათ, რუსეთი თავისთავად, ჩრდილოკავკასია და ამ რეგიონულ სიბრტყეში წამოიდგინეთ საქართველო, რომელიც მსოფლიოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი გახდა თავისი სატრანზიტო მნიშვნელობით”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საქართველოს ტრანზიტული პოტენციალი ყოველთვის აქტუალური იყო, თუმცა ახალი მსოფლიო პოლიტიკის პირობებში ამან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

”დარწმუნებული ვარ, საქართველოს მხრიდან ბოლო პერიოდში გაწეული ძალისხმევა სათანადოდ იქნება მხარდაჭერილი კვლავ, მათ შორის აშშ-ს მხრიდან”, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.