გლდანის რაიონში საშემოდგომო რგვები დაიწყო

გლდანის რაიონში საშემოდგომო რგვები დაიწყო

გლდანის მე-7 მ/რ-ის მე-10 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა. აქციაზე 30-მდე ძირი ჰორიზონტალური კვიპაროსი დაირგო. ხეების სიმაღლე 3 მეტრია.

გამწვანების ღონისძიებაში გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ, გამგეობის სხვა თანამშომლებთან ერთად, მიიღო მონაწილეობა.

,,ჩვენი  მიზანია, ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნას. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მოსახლეობის ინტერესებისა და მომართვიანობის გათვალისწინებით მიმდინარეობს. მსგავსი ღონისძიებები, რაიონის მასშტაბით, თვის ბოლომდე კიდევ არა ერთ მისამართზე გაიმართება,‘’ - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ.

ახლადდარგული ხე-მცენარეების მონიტორინგსა და მოვლა-პატრონობას გამგეობის გამწვანების სპეციალისტები უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, ხეების მოვლის პასუხისმგებლობა მოსახლეობამაც აიღო.

საშემოდგომო რგვების ფარგლებში ნერგების დარგვა, რაიონის მასშტაბით, კიდევ არა ერთ ობიექტზე იგეგმება.

თბილისის მასშტაბით, გამწვანების სეზონური ღონისძიებები ქალაქის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში აქტიურ ფაზაშია. თბილისის მერის, დავით ნარმანიას, განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება. მისივე თქმით, დიდი ზომის ხეები დაირგვება სკვერებსა და პარკებში, სადაც აღდგება დაზიანებული კორომები.

საშემოდგომო რგვების პროცესი ქალაქში დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.