ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ის და დონალდ ტრამპი აშშ-რუსეთის ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანას შეძლებენ

ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ის და დონალდ ტრამპი აშშ-რუსეთის ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანას შეძლებენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. როგორც რუსული მედია იტყობინება, პუტინი დარწმუნებულია, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი როგორც რუსეთის, ისე აშშ-ის ინტერესებში შედის. 

ვლადიმერ პუტინი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ის და ტრამპი, ერთობლივი ძალისხმევით, აშშ-რუსეთის ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანას შეძლებენ.

აშშ-ს პრეზიდენტობის „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად საჭირო, ამომრჩევლის კოლეგიის 270 ხმა მოიპოვა. 

როგორც ამერიკული პრესა იტყობინება, ბოლო მონაცემებით, ტრამპმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა, რამაც, ფაქტობრივად, არჩევნებში მისი გამარჯვება უზრუნველყო. 

გამოცემა Los Angeles Times-ის მონაცემებით, დონალდ ტრამს ამჟამად ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა, ჰილარი კლინტონს კი 218 ხმა აქვს. 

დასავლური მედია უკვე წერს, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი გახდა.