დავით ზურაბიშვილი - დარწმუნებული ვარ, პარტიიდან წასულები სახელმწიფო სამსახურში იქნებიან

დავით ზურაბიშვილი - დარწმუნებული ვარ, პარტიიდან წასულები სახელმწიფო სამსახურში იქნებიან

პარტიიდან წასულებთან პოლიტიკური ურთიერთობები არ გვაქვს, ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა დავით ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა მომავალში დავით უსუფაშვილის თაოსნობით შექმნილ შესაძლო ახალ ძალასთან ურთიერთობას, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მომავალი ისეთი რამეა, რომ არავინ იცის ვის ვისთან ექნება ურთიერთობა. 

რაც შეეხება "რესპუბლიკურ პარტიაში" დარჩენილ წევრებს, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პარტიამ განიცადა დანაკლისი. სერიოზული ლიდერების წასვლით, თუმცა პოლიტიკურ ცხოვრებას აგრძელებს. 

"ვინც დავრჩით ვაგრძელებთ პოლიტიკურ ცხოვრებას. მე დარწმუნებული ვარ, პარტიიდან წასულები სახელმწიფო სამსახურში იქნებიან. ჩვენ, წმინდა ადამიანური ურთიერთობები რა თქმა უნდა, გვექნება, თუმცა ბუნებრივია პოლიტიკური და პარტიული ურთიერთობა არა. ჩვენ ვფიქრობთ, პარტიის სერიოზულ განახლებას. სერიოზული რეფორმების გატარებას", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა. 

მისივე თქმით, არჩევნებში "რესპუბლიკურმა პარტიამ" სერიოზული მარცხი განიცადა და ახლა სწორედ რეფორმებზე ფიქრის დროა.