გიგა ბოკერია - მთელი რესურსი უნდა დაიხარჯოს ახალ პრეზიდენტთან კონტაქტის დამყარებაზე

გიგა ბოკერია - მთელი რესურსი უნდა დაიხარჯოს ახალ პრეზიდენტთან კონტაქტის დამყარებაზე

საქართველოს ამოცანაა ახალ პრეზიდენტთან მის ადმინისტრაციასთან ძალიან სწრაფად დაამყაროს კონტაქტები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ქორთიარდ მარიოტში“ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქამდეც უნდა ჰქონოდა მცდელობა ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის ბანაკთან კომუნიკაციის და კავშირის დამყარების. 

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დახარჯოს მთელი თავისი რესურსი, რომ აშშ-ის დღის წესრიგში საქართველო იყოს რაც შეიძლება მაღლა. ეს არ იქნება მარტივი, ისედაც პრობლემები გვქონდა ამ მიმართულებით ჩვენი მთავრობის არაკომპეტენტურობის გამო. საქართველოს უფრო ბევრად რთული მომენტები ჰქონია ისტორიაში, ამიტომ მოთქმას, შავბნელ პროგნოზებს არაფერი მოაქვს ქვეყნისთვის. პირიქით, მთელი რესურსი უნდა დაიხარჯოს ახალ პრეზიდენტთან კონტაქტის დამყარებაზე“, - განაცხადა ბოკერიამ.