ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის, პრეზიდენტობის კანდიდატს ამომრჩევლის კოლეგიის 270 ხმა სჭირდება.
ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „რესპუბლიკელ“ კანდიდატ დონალდ ტრამპს 244 ხმა აქვს მოპოვებული, „დემოკრატ“ ჰილარი კლინტონს კი - 209.
ტელეკომპანია "ბიბისი"-ს პროგნოზით, საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად ჰილარი კლინტონმა გამარჯვება ისეთ შტატებში უნდა მოიპოვოს, როგორიცაა პენსილვანია, მიჩიგანი და ვისკონსინი.
ტელეკომპანია “ბიბისი”-ს ცნობით, ჯორჯიას შტატში პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს. ტრადიციულად, შტატის მოსახლეობა „რესპუბლიკურ პარტიას“ აძლევს ხმას.
ამ დროისთვის, აშშ-ის მასშტაბით დაიხურა საარჩევნო უბნები ყველა შტატში, გარდა ალიასკასი.
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.