თურქეთის პრემიერ-მინისტრი - ევროპამ თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს

თურქეთის პრემიერ-მინისტრი - ევროპამ თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს

ევროპამ თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს, - აღნიშნული განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის სხდომაზე გააკეთა.
„მივმართავ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომლებიც „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტებს უჭერენ მხარს: შეწყვიტეთ თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევა, უკეთესი იქნება, თუ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ მიიღებთ ზომებს, რადგან ისინი ევროპელ ახალგაზრდებს წამლავენ“, - განაცხადა ილდირიმმა.
მისი თქმით, თურქეთი საკუთარ ტერიტორიაზე ტერორისტებს ებრძვის, რათა უზრუნველყოს არამხოლოდ თურქი ხალხის უსაფრთხოება და კეთილდღეობა, არამედ ევროპის მომავალიც.