აშშ-ის ელჩის მოადგილე - საქართველომ უნდა იცოდეს, რომ

აშშ-ის ელჩის მოადგილე - საქართველომ უნდა იცოდეს, რომ "დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" ერთნაირად უჭერენ მხარს

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ იცოდეს, რომ "დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" ერთნაირად უჭერენ მხარს საქართელოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ--ს ელჩის მოადგილემ, ნიკოლას ბერლინერიმ განუცხადა.
მისივე განმარტებით, იმის მიუხედავად, რა შედეგით დასრულდება არჩევნები, ამერიკა და საქართველო გააგრძელებენ თანამშრომლობას.
"ძალიან მნიშნელოვანია საქართველომ იცოდეს, რომ "დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" ერთნაირად უჭერენ მხარს საქართველოს. ამერიკელ ხალხს უყვარს ქართველი ხალხი და იმის მიუხედავად, რა შედეგით დასრულდება არჩევნები, ამერიკა და საქართველლო გააგრძელებენ თანამშრომლობას", - განაცხადა ნიკოლას ბერლინერიმ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", სადაც საელჩოს წარმომადგენლები აშშ-ს ელჩთან ერთად ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას ელოდებიან.