Gallup –ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი 1956 წლის შემდეგ პრეზიდენტობის ყველაზე არაპოპულარული კანდიდატები არიან

Gallup –ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი 1956 წლის შემდეგ პრეზიდენტობის ყველაზე არაპოპულარული კანდიდატები არიან

ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი 1956 წლის შემდეგ პრეზიდენტობის ყველაზე არაპოპულარული კანდიდატები არიან. ასეთია სოციოლოგიურ კვლევათა ცენტრ Gallup-ის მონაცემები.

სოციოლოგების მიერ გამოქვეყნებული შკალით, დონალდ ტრამპი გამოკითხულთა 61%-ს, ჰილარი კლინტონი კი 52%-ს არ მოსწონს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის 1956 წლის შემდეგ, როცა მსგავსი ტიპის კვლევა პირველად ჩატარდა.

Gallup-ის ცნობით, „მიმზიდველობის“ რეიტინგში დონალდ ტრამპს რესპონდენტთა 36%-იანი, კლინტონს კი 45%-იანი მხარდაჭერა აქვს. მაგალითად, 1956 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ დუაით ეიზენჰაუერს ამ რეიტინგში 84% ჰქონდა.