დონალდ ტრამპმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

დონალდ ტრამპმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთა.

ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპმა საკუთარი არჩევანი ნიუ იორკში დააფიქსირა. მის მისვლამდე ცოტა ხნით ადრე საარჩევნო უბანთან მიმავალი ქუჩა გადაიკეტა.

რამდენიმე საათით ადრე, საკუთარი არჩევანი პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა დააფიქსირა. ტელეკომპანია CBS-ის ცნობით, დემოკრატების კანდიდატი ნიუ იორკში, საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ბილ კლინტონთან ერთად მივიდა.