აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც ამერიკული პრესა წერს, დელავერის შტატში, მშობლიურ ქალაქ ვილმინგტონში, ჯო ბაიდენი ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ჯილ ბაიდენთან ერთად მივიდა.
ვიცე-პრეზიდენტის თქმით, „დღეს მშვენიერი დღეა ხმის მისაცემად“. „ცუდი ამბავი მაქვს - წასვლას არ ვაპირებ“, - განაცხადა ბაიდენმა ბიულეტენის ჩაგდებამდე და იქვე დასძინა, რომ ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ „აშშ-ში შემოსავლების უთანასწორო გადანაწილებასთან“ ბრძოლას გააგრძელებს.
მანამდე, საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა გააკეთა, სადაც მეუღლე ბილ კლინტონთან ერთად მივიდა.