უკრაინას სჭირდება ახალი პოლიტიკური ელიტა და მის შექმნაში ძალიან აქტიურად მივიღებ მონაწილეობას

უკრაინას სჭირდება ახალი პოლიტიკური ელიტა და მის შექმნაში ძალიან აქტიურად მივიღებ მონაწილეობას

უკრაინას სჭირდება ახალი პოლიტიკური ელიტა და მის შექმნაში ძალიან აქტიურად მივიღებ მონაწილეობას, - ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში არის დაახლოებით ის, რაც საქართველოში იყო 2001 წელს - რეფორმები შეჩერდა და გაიჭედა; კორუფციამ ისევ ყველაფერი მოიცვა და ხალხი არის უკმაყოფილო.

„ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ ოდესაში, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია უკრაინის გადარჩენა და ფეხზე დაყენება. აქ არის დაახლოებით ის, რაც საქართველოში იყო 2001 წელს - რეფორმები შეჩერდა და გაიჭედა; კორუფციამ ისევ ყველაფერი მოიცვა და ხალხი არის უკმაყოფილო. მათთან ერთად ჩვენ უნდა შევცვალოთ მთელი უკრაინის პოლიტიკური ელიტა და ამაში მე მივიღებ აქტიურ მონაწილეობას. მე მაქვს ხალხის დიდი მხარდაჭერა მთელ უკრაინაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება. უკრაინას სჭირდება ახალი პოლიტიკური ელიტა და მის შექმნაში ძალიან აქტიურად მივიღებ მონაწილეობას“, - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.